ახალგაზრდა ფეხბურთელები
ფეხბურთელები
ახალგაზრდულ აკადემიაში შეგიძლიათ გყავდეთ ერთდროულად მაქსიმუმ 18 ფეხბურთელი. სკაუტების მიერ შემოთავაზებული ფეხბურთელები 15–16 წლისანი არიან. უმეტესობა მათი უნარებისა თქვენ უნდა აღმოაჩინოთ და ამიტომ მათ მთავარ გვერდზე ვერ ნახავთ უნარების და პერსონალური თვისებების ჩამონათვალს, როგორც ეს თქვენი ძირითადი გუნდის ფეხბურთელების შემთხვევაშია. ფეხბურთელების უნარების აღმოსაჩენად ისინი სხვადასხვა პოზიციებზე უნდა ათამაშოთ და ნახოთ, სად თამაშობენ ყველაზე კარგად. ამის გასაგებად არსებობს ვარსკვლავებით შეფასება, სკაუტების კომენტარები, მწვრთნელის შეფასებები და დამატებითი მინიშნებები მატჩის რეპორტაჟებში.